პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე: გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ გაგაცნობთ

09.02.24 17:30


თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან სამინისტროში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„როგორც გუშინ განვაცხადე, მე მექნება კონსულტაციები როგორც აქ არსებულ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე მექნება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან. გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციების შემდგომ გაგაცნობთ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები