პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს
09

12.02.24 9:26


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ორბანის თქმით, ამის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს.

 

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრის პერსპექტივა“,- განაცხადა ორბანმა.

 

ამასთან, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

 

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არ დაეხმარებათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება მის საზღვრებზე ისეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“,- აღნიშნა ორბანმა.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და სიტუაცია მივიდეს ფაზამდე , რომელშიც მოლაპარაკებები შეიძლება, წარიმართოს.

 

გარდა ამისა, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინას საკმარისი იარაღით ვერ დაუჭერს მხარს, რადგან ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში „ასეთი დახმარება უკვე ზედმეტად მიაჩნიათ“.

 

1tv.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები