პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცეს

12.02.24 10:34


არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

მათივე ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით კობახიძეს ასევე მიულოცეს: შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა - ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა - ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები