პოლიტიკა
12.02.24 14:06
ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც პრემიერისგან პირველ მთავრობის სხდომაზე იყო წარმოთქმული, ალბათ მარტივად გასაგები იყო, თუმცა შეფასება შეიძლება, რომ ეს იყო გზავნილი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ, როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, ჩვენ შეგვიძლია, რომ სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე, იმდენად დიდი მასშტაბი დინამიკაში შეიძლება, მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებით და სატელევიზიო შოუებად წარმოჩინებული. არა, პირიქით დინამიურად და სწორი მოქმედებით, შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში, როგორც მომავალმა პრემიერმა პარლამენტში განაცხადა და როგორც უკვე არჩეულმა პრემიერმა დღეს თქვა, და შემთხვევითი არ იყო ამასთან დაკავშირებით გზავნილი“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება სერვისების გაუმჯობესებას, ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ ყველა ქვეყნის.
„ბიუროკრატიული საკითხები, ხომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კონკრეტული მაგალითი შემიძლია, გითხრათ – არაერთი ამბავი მსმენია, რომ მაგალითად 10-დღიანი ვადა აქვს რაღაც ინფორმაციის გაცემის საჯარო სამსახურებს და ხდება ხოლმე, დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, რომ მაინცდამაინც მეათე დღის ბოლოს აგზავნის ვიღაც პასუხს. ამით მოქალაქეები ბუნებრივია, ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს გზავნილი იყო დღეს პრემიერის მეორე მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს და თუ შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოქალაქეს თავის განცხადებასთან, თავის პრობლემასთან დაკავშირებით მეორე ან მესამე დღეს გასცეს პასუხი, ამას არ სჭირდება არც ათი დღე და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც თვეობით გრძელდება ეს.
ბუნებრივია, ვადები არის იმისთვის, რომ როდესაც რთული საკითხებია, შეიძლება, რთულ საკითხებს დასჭირდეს დღეები და რაღაცის შესწავლას ცოტა კიდევ მეტი, მაგრამ მაშინ, როდესაც შესაძლებელია, საკითხები მარტივად, უფრო მალე გადაწყდეს, არ უნდა დაელოდოს რომელიმე საჯარო მოხელე ან მოსამსახურე იმ ვადას, რომ მაინდამაინც აი, მე ათი დღე მაქვს და ბოლო დღეს გავუშვებ ამ წერილზე პასუხს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1tv.ge
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24