პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის საერთო ატმოსფეროზე

12.02.24 14:25


სხვათა შორის, მინდა ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან ფაქტზე: ბოლო თვეებში ჩვენს რეგიონში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა - ჩვენი უშუალო მეზობელი, მეგობარი საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც ადგილობრივი მედიაც აქვეყნებს. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი თავის ქართველ კოლეგას უკვე მიულოცა და კანდიდატის სტატუსის მიღებას დადებითად აფასებს.

 

„ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის დამოკიდებული სენტიმენტებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე, რადგან დამოკიდებულებები, პოლიტიკური შეფასებები შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს. რა თქმა უნდა, მქონდა შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიმელოცა ჩემი კოლეგებისთვის საქართველოდან და ქართველი ხალხისთვის. ჩემი აზრით, ეს არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის საერთო იმიჯსა და ატმოსფეროზე. სომხეთის რესპუბლიკამ და ჩვენმა მთავრობამ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია უნდა დაიკავონ. შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, საქართველოსა, საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს თუ მივულოცე ეს პოზიტიური მოვლენა, აშკარაა, რომ დადებით მოვლენად მიმაჩნია. სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს მილოცვას?“ - განაცხადა ფაშინიანმა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები