პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა

12.02.24 15:02


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა.

 

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

 

საქართველოს მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

 

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 8 თებერვალს გაიმართა.

 

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები