პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

15.02.24 14:22


ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მარტიდან რეგონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს დაიწყებს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

 

„მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს.

 

ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები