პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით დღეს ბრიუსელში გაემგზავრება

19.02.24 10:20


პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის მეთაური ბელგიაში დღეს გაემგზავრება, ხვალ კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა ჩატარდება.

 

სხდომას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.

 

შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები