პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი - ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე

19.02.24 13:01


მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

 

ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას?

 

„ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში

 

1tv.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები