პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი - ბრიუსელში პრემიერის წარმატებულ ვიზიტს ველოდებით

19.02.24 12:41


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იქნება.

 

მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში გაემგზავრა.

 

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ ვიზიტს მართავს ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით წარმატებულ ვიზიტს, შესაბამისი შედეგებით. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სრულიად ბუნებრივია პრემიერის და მისი გუნდის სურვილი, რომ ამ რანგში პირველად სწორედ ბრიუსელს ეწვიონ. კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ჩვენი ურთიერთკავშირი ევროკავშირთან და მეტად გამოიკვეთება ის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.

 

1tv.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები