პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზე: ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის

19.02.24 14:27


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში არის პოლიტიკური სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„ეს [პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში] არის პოლიტიკური სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ეს არის ევროკავშირი და ნატო. იქნება ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელზეც ძალიან ბევრი საკითხი განიხილება. ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება არის ერთ-ერთი გზავნილი ჩვენი ევროკავშირში საბოლოო წევრობისთვის. ველოდებით პოზიტიურ შეფასებას და განვაგრძობთ გეგმის მიხედვით მუშაობას“ , - აღნიშნა სამხარაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები