მსოფლიო

ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

19.02.24 16:16


ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ანკარაში თურქი კოლეგის, რეჯეფ თაეფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.

 

თურქული მედიის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

 

ეს ალიევის პირველი საერთაშორისო ვიზიტია, მას შემდეგ რაც მან არჩევნებში გაიმარჯვა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები