პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და რა არის სპეკულაციები

19.02.24 18:00


ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს და მისი მთავრობის პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილს ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

 

კონკრეტულად ირაკლი კობახიძის სამუშაო დღის წესრიგი ამ ვიზიტით და მასთან დაკავშირებული მიზნებით იწყება. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რა არის საქართველოს ხელისუფლების გზა და რა არის ის სპეკულაციები, რითაც ხან პრეზიდენტი და ხან რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.

 

1tv.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები