ანალიტიკა

გიუმრიდან რუსულ ბაზებს გაიყვანენ - რა დარჩება სომხეთს?

20.02.24 9:55


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე (MSC-2024) ერთობ მნიშვნელოვანი იყო მისი სახელმწიფოსთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შუამავლობით   აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. უკვე მერამდენედ, ნიკოლ ფაშინიანმა, ჰაიების პროვოკაციების შემდეგ, ფარისევლურად „მშვიდობის სურვილი“ გამოთქვა. ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში ცხადყო, რომ „უსაფრთხოების“ საკითხებში სომხეთი რუსეთთან „ალიანსს“ აღარ დაეყრდნობა.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიუნხენში მოგზაურობის დროს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სომხეთს გიუმრიში არსებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზების გაუქმება კანონის შეცვლით სწადია. 

 

სომხურ გაზეთ „Hraparak“-ის ცნობით, სომხეთის ახალ კონსტიტუციაშო ცვლილებების შეტანა სურთ, რომლის მიხედვითაც „სომხეთი თავს ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადებს, სადაც უცხოური შეიარაღებული ძალები მუდმივად ვერ განთავსდება“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გიუმრიში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ქვეყნიდან „გასვლას მოსთხოვენ“. შესაბამისად, რუს მესაზღვრეებსაც. მასალაში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ ეს ცვლილებები „რუსული ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების წინააღმდეგ არის მიმართული“.

 

უკანასკნელ მოვლენათა მიხედვით, სომხეთის ხელისუფლება აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე პროვოკაცია აღკვეთეს. აზერბაიჯანი პროვოკაციაზე (აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაჭრა) საპასუხოდ ერკრაპის ბოევიკების საგუშაგო, საიდანაც ისროდნენ, გაანადგურა. სომეხი პროვოკატორების გეგმით, იმ მომენტში ტერიტორიაზე ევროკავშირის ქვეყნების დამკვირვებლები უნდა გადასულიყვნენ. მათი მიზანი იყო ის, რომ „აზერბაიჯანის მხრიდან აგრესია დაფიქსირებულიყო“. ეს კი სომხებს მისცემდა საბაბს მთელი მსოფლიოს გასაგონად „მორიგი გენოციდის საფრთხეზე ეყვირათ“. რუსმა მესაზღვრეებმა ამას ხელი შეუშალეს. მათ ევროპელი დამკვირვებლები საზღვარზე არ შეუშვეს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში განაცხადა, რომ აპირებს კუხოში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ფორმალური მოკავშირის - რუსეთის ფედერაციის „გადაგდებას“  და აშშ-სთან და ნატოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის კურსის აღებას. 2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენში MSC 2024-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნიკოლ ფაშინიანმა „ორმხრივი კავშირების გაძლიერება“ განიხილეს. ბლინკენმა აღნიშნა, აშშ-ის მუდმივი ძალისხმევა სომხეთის მხარდასაჭერად. იმედი გამოხატა ჰაი ხალხის დემოკრატიული მომავლის შესახებ, და ვაშინგტონის მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ აღნიშნა. საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში არაერთი დემონსტრაციული ანტირუსული განცხადება გააკეთა, კერძოდ, მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ერევანი არ არის მოსკოვის მოკავშირე უკრაინის საკითხში, რომ „უკრაინელი და სომეხი ხალხი მეგობრულნი არიან“ და ნანობს, რომ რუსეთ—უკრაინის  კონფლიქტზე გავლენას ვერ ახდენს.

 

ცხადია, უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ომში ნაცნობი და ნორმალური მოვლენაა მსოფლიოს უმრავლესობისთვის. გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი — ომი სეპარატიზმის მხარდაჭერით, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის ჰაის ლობის მიერ პროვოცირებული იყო, ისევე როგორც ყველაფერი პოსტსაბჭოთა სივრცეში. შემდეგ კი ჰაიურმა ლობიმ შორს შეტოპა.

 

სომხეთის მიერ რუსეთის „განდევნის“ შემთხვევაში, მის ამჟამინდელი საზღვრების გარანტირებულად დაცვას ვერავინ შეძლებს — ვერც შორეული საფრანგეთი და ვერც ინდოეთი. ერევნის ხელისუფლებას სამართლიანი საზღვრების დაწესება შეიძლება მოსთხოვონ. კერძოდ, აზერბაიჯანს შესწევს ძალა სომხეთი 1918 წლის ბათუმის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საზღვრებში დააბრუნოს. ზანგეზურისა და გოკჩას ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს გარეშე, რომელიც, როგორც ცნობილია, ჰაი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებულ ეთნიკურ წმენდამდე, ისტორიულად ყოველთვის აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული.

 

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 676


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები