პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი - პოლიტიკური დევნა, ძალადობა და რეპრესია ქვეყანაში უნდა დასრულდეს

20.02.24 13:09


პოლიტიკური დევნა, ძალადობა და რეპრესია ქვეყანაში უნდა დასრულდეს, თუ გვინდა, რომ გვქონდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო საარჩევნოდ და ამისათვის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის ფუნდამენტურად აუცილებელი, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„2024 წელი არის ცვლილების არჩევნები და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს დაამარცხებს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველანაირ მანიპულაციას შეეცდება იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს არ გამოუვათ, პირველ რიგში, აქ, ადგილზე ჩვენი ძალისხმევით, რომ არც ერთ უბანზე მათ ქართველი ხალხის ნების შეცვლა არ შეეძლოთ. იმავდროულად, ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა, რაც შეიძლება ადრე, დღევანდელი დღიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეს ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ მისიის წინაშე დავაყენებთ არის ის, რომ პოლიტიკური დევნა, ძალადობა და რეპრესია ქვეყანაში უნდა დასრულდეს, თუ გვინდა, რომ გვქონდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო საარჩევნოდ და ამისათვის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის ფუნდამენტურად აუცილებელი.

 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ყველა ცალკეულ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია თვითონ წინასაარჩევნო პერიოდთან. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ივანიშვილს საშუალებას არ მივცემთ ეს არჩევნები მიიტაცოს. ეს არჩევნები ქართველ ხალხს ეკუთვნის, ამ არჩევნებში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები