პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - დღეს ოპოზიციისგან ვერ მოვისმინე სიტყვები - ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი, დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია

22.02.24 18:02


დღეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? მე დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

 

პაპუაშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში რა ექნება სათქმელი.

 

„მიხვდით ხომ, ხალხს რა აინტერესებს. თემები, რომლებსაც ატრიალებდით სამი წელი, არ იყო ის საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, კარგია, რომ მიხვდით. საინტერესო იქნება, წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები