პოლიტიკა
23.02.24 12:06
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სუნგგინ ჩანგმა მოაწერეს. ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები. აგრეთვე მოლაპარაკებების ნაწილი დაეთმო შეთანხმებით დაფარულ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.
„კორეის რესპუბლიკა გახლავთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი, რომელიც გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და მსყიდველუნარიანობით, შესაბამისად ამ პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენი საექსპორტო პროდუქციის განთავსება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან მოლაპარაკება წარმატებით უკვე მიმდინარე წელს დავასრულოთ, აღნიშნული მოლოდინის საშუალებას გვაძლევს მიმდინარე რაუნდზე მიღწეული შედეგები. კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკაში დიდია დაინტერესება საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართაც, რაზეც ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდაც მეტყველებს (ზრდა 191%). დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტმა კორეელმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ და იმოგზაუროს, ასევე მეტი ბიზნესი დააინტერესოს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების რაუნდის დასრულების შემდეგ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ მისი გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და საქპატენტიდან.
imedinews.ge
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24