პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რობინ დანიგანს შეხვდა

23.02.24 13:39


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

„აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.

 

მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები