საზოგადოება
23.02.24 15:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მან დღეს ადგილზე დაათვალიერა უკვე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია აეროპორტის სივრცეში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილესთან ერთად თბილისის აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.
„მნიშვნელოვანი სამუშაოები დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - მოხდა გაფრენის ტერმინალის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც სასაზღვრო, ისევე როგორც უსაფრთხოების გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 44%-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტისთვის, რადგან მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზრდება მგზავრთნაკადი, ისევე, როგორც პირდაპირი საჰაერო რეისების რაოდენობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
უწყების ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას გულისხმობდა, გაჩნდა დამატებით 220 კვ.მ სივრცე. შესაბამისად, გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა და გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას.
მათივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 200 000 ლარია, ეს მოიცავს როგორც უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე ამ ეტაპზე მიმდინარე ბიზნესლაუნჯის გაფართოება/კეთილმოწყობისა და ასევე „სწრაფი დერეფნის“, ე.წ Fast Track-ის პროექტებს, რომელიც სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად გაიარონ უსაფრთხოებისა და საზღვრის გამშვები პუნქტები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვზრუნავთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად განვითარდეს, იყოს კიდევ უფრო მეტად მოქნილი, იყოს ნაკლები რიგები, იმისთვის, რომ აეროპორტში უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მიწოდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24