პოლიტიკა

ნათია თურნავა - ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას

23.02.24 16:00


ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას - მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა და მათ ოჯახებს, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნებსით თუ უნებლიედ არასწორი განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება და ვალდებულება აქვს ბანკს, სესხის განულებას ნიშნავს.

 

„თუკი ნებსით და უნებლიედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა და რომელიმე თქვენგანმა ხელი შეუწყვეთ ამის გავრცელებას, გთხოვთ, რომ განმარტება გავაკეთოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი პენსიონერების ინტერესიდან გამომდინარეა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას“, - განაცხადა თურნავამ.

 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუმარტა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ბანკისა და პენსიონერის ორმხრივ ქმედებას.

 

„ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პროცესში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები