ანალიტიკა

სომეხი პროვოკატორების სიცრუე თბილისში - ხოჯალიში აზერბაიჯანელების გენოციდის მსხვერპლნი კვლავ „სუმგაითის მსხვერპლად“ იქნებიან წარდგენილნი?

24.02.24 10:07


სომეხთა მეხუთე კოლონა კვლავ ცდილობს თავისი პროვოკაციებით საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა ხელყოს და გამოიწვიოს ეთნიკური კონფლიქტები. საბაბად კი სუმგაითში მომხდარი მოვლენების 36 წლისთავი სურთ  გახადონ.

 

შეგახსენებთ, რომ 1988 წლის 27-28 თებერვალს სომეხმა ექსტრემისტებმა და პროვოკატორებმა თავად მოაწყვეს ე.წ. „სომეხთა დარბევები“. ერთ-ერთი ორგანიზატორი სომეხი ედუარდ გრიგორიანი გახლდათ, რომელიც საბჭოთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობების ორგანიზებაში, მოგვიანებით კი გაასამართლა. გრიგორიანს 16 დაღუპულიდან მინიმუმ 10-ის სიკვდილში მიუძღვის ბრალი. ექსტრემისტები მიზანმიმართულად „თავისიანებს“ ხოცავდნენ, მსხვერპლად სწირავდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც არ ჰყავდათ მფარველები და დაშნაკის „საერთო ფონდში ხარკს არ იხდიდნენ“. მათი მიზანი ამ მოვლენების აზერბაიჯანელი ხალხისთვის გადაბრალება იყო  და „ახალი გენოციდის“ შესახებ ღაღადი მთელი მსოფლიოს გასაგონად.

 

სუმგაითის პროვოკაციებს „პოგრომების“ სახით სომეხი ნაციონალისტები ხანკენდსა და ერევანში წინასწარ ამზადებდნენ, თანაც მრავალრიცხოვანი მიტინგების ორგანიზების პარალელურად, აზერბაიჯანის სსრ-დან მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხეთის სსრ-სთვის მიერთების მოთხოვნით.  სსრკ-ში საზოგადოებრივ აზრს - თუ რატომ იყო ეს აუცილებელი და რა არ შეეფერებოდა მრავალეროვნულ აზერბაიჯანის სსრ-ს სომხებს - საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. „საზღვრების გადაკეთების“ გასამართლებლად სომეხ ექსტრემისტებს სისხლი და მსხვერპლი სჭირდებოდათ.

 

1988 წლის 20 თებერვალს სომეხმა სეპარატისტებმა ხანკენდში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართეს და „აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოებისადმი მიმართვის შესახებ  მთიანი ყარაბაღის  აზერბაიჯანის სსრ-დან სომხეთის სსრ-სთვის გადაცემის თაობაზედ“ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღეს. ამის შემდეგ სომხეთის სსრ-ში აზერბაიჯანელების სახლების დარბევები, მათი მკვლელობები და განდევნა დაიწყო. აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანის ხელისუფლება კი, პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ და ეჩვენებინათ, რომ აზერბაიჯანის სსრ-ში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს არაფერი ემუქრებოდათ და  მშვიდად შეეძლოთ  ეცხოვრათ, როგორც აზერბაიჯანულ ყარაბაღში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ სუმგაითში მომხდარი პოგრომები აზერბაიჯანელებისთვის სრულიად არასაჭირო და წამგებიანიც კი იყო.

 

სომეხ ექსტრემისტებს სიტუაციის ისე წარმოჩენა სურდათ,  რომ თითქოს  მათ  აზერბაიჯანის სსრ-ში „გენოციდით“ ემუქრებოდნენ; თითქოს სომხები (განსაკუთრებით ყარაბაღში) აზერბაიჯანელების გვერდით ვერ ცხოვრობენ და „მიაცუმი“ სჭირდებათ „გენოციდისგან“ თავის გადასარჩენად.

 

საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივე სქემით მოსკოვის სომხურმა ლობიმ საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტები გააღვივა. ანალოგიურს პროვოკატორები „ამტკიცებდნენ“, რომ, თითქოს, აფხაზები და ოსები საქართველოს შემადგენლობაში ვერ იცხოვრებდენ და ვითომ მათ „გენოციდით“ ემუქრებოდნენ. ხელწერა იგივე იყო და ნათლად ჩანს, თუ ვინ იყო და რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტრად. 

 

სომეხი ნაციონალისტების მტკიცება „სუმგაითში გენოციდის“ შესახებ სრულიად მცდარია და ამას ადასტურებს 2019 წლის თებერვალში მოწყობილი მათი პროვოკაციული გამოფენის ისტორია, რომელიც სუმგაიტის მოვლენებს ეძღვნებოდა. მაშინ სომეხ პროვოკატორებს არ შერცხვათ საკუთარი პროპაგანდისთვის  1992 წლის 25-26 თებერვალს ქალაქ ხოჯალიში სომხების მიერ ორგანიზებული აზერბაიჯანელების ნამდვილი გენოციდის დროს დაღუპული ბავშვების ფოტოები გამოეყენებინათ. 

 

კერძოდ, სუმგაიტის მოვლენების ამსახველ ფოტოკოლაჟებში 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს ხოჯალიში სომხების მიერ სასტიკად მოკლული ორი აზერბაიჯანელი ბავშვის ფოტოები იყო გამოყენებული. ისინი ორი რაკურსითაა გადაღებული უცხოელი ფოტოგრაფების მიერ აღდამში და ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც ხოჯალის გენოციდის ამსახველი ფოტომასალა.

 

პროვოკაციის უზნეობა იმითაც გამოიხატება, რომ თბილისში სომხები ფალსიფიკაციისთვის იყენებენ ფოტოებს ხოჯალიში საკუთარი თანამოძმეების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული აზერბაიჯანელი ბავშვებისა, როგორც „სუმგაითის მსხვერპლის“. ისინი კვლავ ცდილობენ ქართული საზოგადოების მოტყუებას სომეხი ბოევიკების მიერ უდანაშაულოდ მოკლული ხოჯალის პატარა მაცხოვრებლების ფოტოების „მოკლული სომეხი ბავშვების“ ფოტოებად გასაღებით.

 

ასეთი გაყალბებები სულაც არ არის შემთხვევითი. საქართველოში სომეხი პროვოკატორები, ეთნიკური სიძულვილის გაღვივებით, ცდილობენ, პირველ რიგში, „თანაგრძნობა“ გამოიწვიონ და მეორეც, მათი  იზანია აზერბაიჯანელი ხალხის ცილისწამება. ამისთვის იყენებენ თეზისს ვითომ „მოკლული სომეხი ბავშვების“ შესახებ.

 

საქმე კი ისაა, რომ სუმგაითში ასეთები არ ყოფილან. ამიტომ, თავიანთი შეთხზული ამბების „დასამტკიცებლად“, სომეხი პროვოკატორები წარმოადგენენ ხოჯალიში სომეხი ბოევიკების სისასტიკის მსხვერპლთა ფოტოებს, როგორც „სუმგაითის ბედკრული მსხვერპლებისა“.

 

2019 წელს, 5 წლის წინ, სუმგაითში მომხდარი მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოაწყო არა მხოლოდ სომხეთის საელჩომ საქართველოში, არამედ კულტურულმა საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჰაიარტუნ“-მა და ჰაის (სომხური) სამოციქულო ეკლესიამ თბილისში. გამოდის, სომხური ე.წ „ეკლესია“ არა მხოლოდ აკურთხებს სიცრუეს, არამედ ცრუ და სიძულვილით სავსე პროპაგანდას ეწევა.

 

როგორ შეიძლება ასეთი სიცრუე და სიყალბე შეესაბამებოდეს „ძველ ქრისტიანობას“? თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია საქართველოში ცრუობს იმის თაობაზე, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე ასობით ქართული ეკლესია მას ეკუთვნის, მათგან 442-ზე კი ოფიციალურად აცხადებს პრეტენზიას, ასეთი ქცევა გასაკვირი არ არის.

 

გარდა ამისა, სუმგაიტის მოვლენებთან დაკავშირებით „პროპაგანდისტული შაბაშის“ ორგანიზებით, სომეხი პროვოკატორები და ისტორიული ფალსიფიკატორები ცდილობენ არა მხოლოდ ზიანი მიაყენონ ეთნიკურ მშვიდობას საქართველოში და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, არამედ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნა შელახონ. სუმგაითში განვითარებულ მოვლენებთან მისი სახელის უსაფუძვლოდ დაკავშირებას ცდილობენ. პროვოკატორებს მშვენივრად ესმით, რომ ჯერ კიდევ სუმგაითის მოვლენებამდე, გორბაჩოვის გადაწყვეტილებით ჰეიდარ ალიევი სსრკ-ში თანამდებობებიდან გადააყენეს. იმ პერიოდში მას აზერბაიჯანის სსრ-ში თანამდებობა არ ეკავა  და სიტუაციაზე გავლენასაც არ ახდენდა. 1987 წლის ოქტომბერში კი ალიევი სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან სულაც გაათავისუფლეს. პროვოკატორებმა იციან, რომ 2023 წელს ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს აზერბაიჯანულ საზოგადოებასთან ერთად, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე ფართოდ აღნიშნა კონცერტებითა და ღონისძიებებით. სომეხთა მეხუთე კოლონას ეს ამბავი გულზე  ლოდად აწევს და ცხადია, სომხეთის საელჩომ ნაჩქარევი რეაგირება მოახდინა. ცხადია, ქართული საზოგადოება, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ამ ტყუილს.

 

ამასობაში, სწორედ ჰეიდარ ალიევმა საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა.  მოგეხსენებათ, ალიევი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყარაბაღელი სომხების აგრესიის უმძიმეს პირობებში გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. მან საქართველოს საშუალება მისცა გამკლავებოდა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბლოკადას იმავე სომხური ლობის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტულ გაჩაღებულ ომებში შექმნილ პირობებში.

 

ამის საპირისპიროდ, იმ დროს, სომეხი ლიდერები საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ, იარაღს აწვდიდნენ და ცდილობდნენ შეელახათ საქართველოსა და ქართველი ხალხის  დიდი მეგობრის ნათელი ხსოვნა, თანაც გაყალბებით, ხოჯალიში გენოციდის მსხვერპლთა „სუმგაითის მსხვერპლად“ წარმოჩენით. ეს ჩვენი ქვეყნის მტრების მზაკვრობას ცხადჰყოფს.

 

სომეხი ნაციონალისტები არანაირ პროვოკაციას არ ერიდებიან (როგორც ეს იყო სუმგაითში) და ეს საშიშია იმდენად, რამდენად ემუქრება ეს საერთაშორისო მშვიდობას საქართველოში, თუ ასეთ პროვოკატორებსა და წამქეზებლებს მიეცემათ საშუალება, გაავრცელონ თავიანთი სიცრუე ამ მოვლენებთან დაკავშირებით...

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 1495


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები