მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება, თუ ალიანსის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან

27.02.24 18:00


რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება, თუ ალიანსის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

 

„ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა კონფლიქტის ალბათობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. უკრაინაში ნატოს ქვეყნებიდან რაღაც კონტინგენტების გაგზავნაზე მსჯელობა რაღაც ახალი ელემენტია“, - განაცხადა პესკოვმა.

 

მისივე თქმით, ნატოს სხვა წევრი ქვეყნები „საღად აფასებენ ასეთი ქმედებების პოტენციურ საფრთხეებს, ვინაიდან რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი მათ ინტერესებში არ შედის“.

 

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები