პოლიტიკა
28.02.24 10:12
ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საარჩევნო ფრონტზე გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და წაართმევენ თუ არა მას ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც მელიას ან გვარამიას, ან ორივეს ერთად მისცემს ხმას, წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი, გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, 2012 წლიდან, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, ნიკა პარტიის მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო ხუთი წელი თავმჯდომარე იყო, თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული თავმჯდომარე. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის წარმატებულმა კანდიდატებმა, ძირითადმა უმრავლესობამ, სამი-ოთხმა, ვინც წარმატებული იყო, პარტია დატოვეს. ეს არის პრობლემა. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ ორი კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მე საერთოდ არ მიხარია. ისევ ვიმეორებ, მე მაქვს განცდა, რომ საბოლოო ჯამში, თუ მდინარეში არ დაიხრჩო ან ერთი ან მეორე პარტია, როდესაც ზღვაში შეერთდება და ეს ზღვა აუცილებლად იქნება დიდი და აღელვებული, ყველა ერთად აღმოვჩნდებით, მაგრამ ამ ზღვამდე უნდა მივიდეს ყველა, უნდა მივიდეს თავის ამომრჩეველთან, თავის გუნდთან ერთად და არ უნდა ჩაიძიროს. მე ვთვლი, რომ პრობლემა ექნებათ მათ უფრო მეტად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რეგენერირების უნარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოო ჯამში აქვს ის პლუსი, რომ ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ მათი ხმა იკარგება და მათ არ უნდათ, რომ მათი ხმა ასე ირიბად ჩაიჯიბოს „ქართულმა ოცნებამ“, მისცემენ ხმას დიდ პარტიებს, ასე ხდება ხოლმე ყველა არჩევნებზე “, – განაცხადა გიგი უგულავამ.
1tv.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24