პოლიტიკა
28.02.24 14:35
2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 18 პროცენტით არის გაზრდილი და ბოლო შვიდ წელიწადში რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
გავრცელებული მონაცემებით, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა შეავსეს. კერძოდ, საუბარია 181 000 და 114 000 განაცხადზე. მესამე ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც 2023 წელს 100 000-ზე მეტი განაცხადი შეავსეს. მათი უმეტესობა თავშესაფარს საბერძნეთში ითხოვდა.
რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს. შარშანდელთან შედარებით, ეს 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად მიიჩნევა. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი – 330 000 განაცხადი გერმანიამ მიიღო, მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 167 000 განაცხადი, ესპანეთი – 162 000 განაცხადი და იტალია – 136 000 განაცხადი.
სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. 4,4 მილიონ უკრაინელს ევროკავშირში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი აქვს.
1tv.ge
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24