პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე - მიგვაჩნია, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო და შეგვიძლია, დავნიშნოთ მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები, ქართულ საზოგადოებას შესწევს ამის უნარი

28.02.24 15:00


სასამართლოში ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს მართლმსაჯულებაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს უცხოელი ექსპერტების მიერ ადამიანების და მათი კეთილსინდისიერების შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

სამხარაძის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა შეაფასო ადამიანის კეთილსინდისიერება გასაუბრებით.

 

„ცოტა გაუგებარიც კი არის, როგორ უნდა შეაფასო ადამიანის კეთილსინდისიერება გასაუბრებით, მით უმეტეს უცხოელების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ საქართველოს კონტექსტს, თავი რომ დავანებოთ არაკონსტიტუციურობას. მესამე – ეს არის ერთგვარად იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ სრულფასოვანი სახელმწიფო, რადგან შენ თვითონ ვერ აგვარებ საკითხებს და გინდა, რომ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ კონსულტანტები, იმათმა დაგინიშნონ მოსამართლეები, პროკურორები, მალე მინისტრების დანიშვნაც შეიძლება, მოსთხოვონ უცხოელებს. ამიტომ, ეს არის ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლენა, რაშიც ჩვენ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო და შეგვიძლია, ჩვენ თვითონვე დავნიშნოთ მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები და ყველა, რადგან ქართულ საზოგადოებას შესწევს ამის უნარი“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები