პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი საქართველოში საარჩევნოდ რუსული პროპაგანდის გაძლიერებას და საფრთხეებზე - კონკრეტული შემთხვევები თუ იქნება, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ, ზოგადი მსჯელობა, უსაფუძვლოა

28.02.24 15:38


ამ რიკს რაც შეეხება, კონკრეტული შემთხვევები თუ იქნება, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ. ზოგადი მსჯელობა, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, ხედავს, თუ არა საქართველოში საარჩევნოდ რუსული პროპაგანდის გაძლიერებას და რუსულ საფრთხეებს.

 

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო გარემო საქართველოში გამჭვირვალე იქნება.

 

„პირველ რიგში, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაღალი სტანდარტით და შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ამავე დროს, ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა იმ რისკს, რომელიც შეიძლება არსებობდეს და ესეც იქნება მაქსიმალურად აღკვეთილი. რაც შეეხება ამ რიკს, კონკრეტული შემთხვევები თუ იქნება, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ. ზოგადი მსჯელობა, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. მე გეტყვით ძალიან მარტივად, ეს არის ოპოზიციის მცდელობა საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის, რომელსაც საფუძველი არ აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მან ამავე საკითხზე უპასუხა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას - საქართველოში რუსული პროპაგანდა არის თუ არა, ვინაიდან ხდება რუსული პროპაგანდის [დაფინანსება].

 

„ჩვენ ახლა, ბევრი უსაფუძვლო განცხადება განცხადება მოგვისმენია, ბევრი უსაფუძვლო ბრალდებაც, მათ შორის იგივე ხელისუფლების მიმართ და როგორც უსაფუძვლო და ცრუ იყო ყველა ეს, მათ შორის ესეც არის, ასევე უსაფუძვლო”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები