პოლიტიკა
28.02.24 16:53
გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა.
რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს.
„უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება სამუშაო ადგილზე უფრო ინკლუზიურები იყვნენ და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ. მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. იქ საქართველოსთვის არაფერია, მაგრამ რეალურად, ეს იმისთვის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს დაეხმაროს, უფრო ინკლუზიურები იყვნენ.
რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.
ინფორმაციისთვის, „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახელწმიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს სთხოვა, თავი შეიკავონ გენდერული ტერმინებისგან როგორიც არის დედა, მამა, ცოლი, ქმარი. ბლინკენმა თანამშრომლებს შესთავაზა, სანაცვლოდ გამოიყენონ ისეთი ტერმინები, როგორის არის მშობელი, მეუღლე და ა.შ. გამოცემის ცნობით, ბლინკენმა თანამშრომლებს სთხოვა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგია, სადაც კი ეს შესაძლებელია, რათა გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობა. მან ასევე, გამოთქვა სურვილი, რომ თანამშრომლებმა თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი ნაცვალსახელი მეილის წერისას ან შეხვედრებზე საკუთარი თავის წარდგენისას. ბლინკენის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ პიროვნების გენდერული მიკუთვნებულობის განსაზღვრა მისი სახელის ან გარეგნობის მიხედვით, შეიძლება პრობლემური იყოს, თუმცა ბლინკენმა ასევე განმარტა, რომ არავისზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს, რომ განსაზღვროს საკუთარი ნაცვლასახელი - He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.
ipn.ge
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24