პოლიტიკა
29.02.24 15:45
ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
„ბოლო რედაქციაში სააკაშვილზე ჩანაწერი როგორ მოხვდა? – ფოტიგა რასაც ამბობს, არ შეიძლება, ეს ქართულმა საზოგადოებამ უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნიოს. ფოტიგა ცდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს და ასეთ ინიციატივებს ახმოვანებს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნებას უპირისპირდება. მისთვის შეიძლება ეს მეშვიდეხარისხოვანია, მაგრამ ვერ შევეგუებით, პატივისცემა არ არსებობდეს იმის მიმართ, რაც ჩვენთვის პირველხარისხოვანია. არ შეიძლება, საუბარი იყოს მხოლოდ ფოტიგაზე. ასეთ ტექსტს ვინც მხარი დაუჭირა, მათ მიმართ მაქვს კითხვა, აქვთ თუ არა გააზრებული, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს, როცა ასეთი ტექსტები იწერება? რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას? ვინმე აცნობიერებს, რომ სააკაშვილი ასოცირდება ციხეებში პატიმრების წამებასთან. არ მინდა, მატულობდეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კითხვას სვამენ – ნუთუ ევროპული ღირებულებები ის არის, რომ ითხოვდნენ იმ ადამიანის გათავისუფლებას, ვისაც დანაშაულები აქვს ჩადენილი, ნუთუ ის არის ევროპული ღირებულება, როცა მხარდაჭერა უცხადდება ადამიანს, რომელსაც ყველამ ვიცით, რაც აქვს ჩადენილი. ამას საქართველოსთვის სერიოზული ხიფათის მოტანა შეუძლია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1tv.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24