ანალიტიკა

პასუხი გაზეთ „ჰრაპარაკის“ სიცრუეზე ჰუჯაბის ქართული მართლმადიდებლური მონასტრის, ვითომ „სომხური“ კუთვნილების შესახებ

08.03.24 17:35


სომეხმა ნაციონალისტებმა საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს ერთ-ერთი ეროვნული სიწმინდის - ჰუჯაბის მონასტრის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგ. მე-12-13 საუკუნეებში დაარსებული ეს მართლმადიდებლური მონასტერი სომხეთმა უკანონოდ მიიტაცა გასული საუკუნის 90-იან წლებში სომხეთ-საქართველოს საზღვრის ცალმხრივად „გადაწევით“ ჩრდილოეთით დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე საქართველოს შუაგულისკენ.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ბოლო ვიზიტის შემდეგ, სადაც ქართულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი დააყენა, აშკარა გახდა, რომ სომხეთმა საქართველოს უკანონოდ მიტაცებული ჰუჯაბის მონასტერი უნდა დაუბრუნოს. მოგეხსენებათ, სომეხი ნაციონალისტები, როგორც წესი, „მშვიდობიანად“ არასოდეს აბრუნებენ იმას, რაც სხვებს ეკუთვნით.

 

თითქმის 30 წლის განმავლობაში ბევრი სთავაზობდა სომხეთს, მათ შორის რუსეთიც, რომელიც ერევნის ხელისუფლებას მფარველობს, ოკუპირებული აზერბაიჯანული ყარაბაღის მიწების დაბრუნებას. უფრო მეტიც, ისინი უცხო მიწების ნაწილობრივ მაინც დაბრუნების დაწყებას სთხოვდნენ. პირველ ეტაპზე 7 ოკუპირებული რეგიონის დათმობა, შემდეგ 5, საბოლოოდ, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად მინიმუმ 2 რეგიონის დაბრუნება შესთავაზეს... მაგრამ სომეხი ნაციონალისტები ამასაც კი არ დათანხმდნენ! საბოლოოდ, აშკარა გახდა, რომ რამდენი მოლაპარაკებაც არ უნდა გაიმართოს, სომეხი ოკუპანტები არ დააბრუნებდნენ დაპყრობილი აზერბაიჯანის ტერიტორიის არც ერთ კვადრატულ კილომეტრს. პირიქით, პრეტენზია ჰქონდათ სხვა აზერბაიჯანულ მიწებზე (ყველამ იცის, რომ ტერიტორიული პრეტენზია აქვთ თურქეთზეც და საქართველოს სამცხე-ჯავახეთზეც).

 

შედეგად, აზერბაიჯანს მოუწია დამპყრობლებთან, ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან საუბრის ტონის შეცვლა. ისინი აზერბაიჯანის მიწიდან გააძევეს.

 

გულუბრყვილობაა გვეფიქრა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში სომეხი დამპყრობლები პირველივე თხოვნით დააბრუნებენ უკანონოდ მითვისებულ სხვის ქონებას. სომხური მედიის უახლესი პუბლიკაციების მიხედვით კი, აშკარაა, რომ ჰუჯაბის მონასტერსაც, ასე უბრალოდ, სომხეთი საქართველოს არ დაუბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად მონასტერი სომეხმა გამყალბებლებმა და ეჩმიაძინმა „სომხურად“ გამოაცხადეს. ამ ტაძრით თავად არ სარგებლობენ. მონასტერი კი თანდათან ნადგურდება.

 

სწორედ ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ლეა სარქისის სომხურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიიდან „რა ხდება სომხეთ-საქართველოს საზღვარზე“ 2024 წლის 5 მარტს გაზეთში „ჰრაპარაკი“.  (https://hraparak.am/post/6573e51a53f8d0531043048814f5634e). გთავაზობთ ამ სტატიის ძირითადი თეზისების თარგმანს:

 

„საქართველო ცდილობს ისარგებლოს სომხეთის ხელისუფლების „სისუსტით“ სადავო სასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად, რომელიც მრავალი წელია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვწერდით პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ჭორების შესახებ, რომ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტის დროს ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხსაც განიხილავდა. ამ სექტორშიც გადაუჭრელი პრობლემებია. მაგალითად, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მთლიანად სომხებით დასახლებული ქართული სოფლის ახკერპის მოსახლეობას მოუწოდებენ წერილობით მიმართონ სომხეთის მთავრობას წინადადებით, რომ ლალვარის საძოვრები და ჰუჯაბის მონასტერი გადაეცეს ქართული მოსაზღვრე სოფლის მმართველობას.

 

ჰუჯაბის მონასტერი (XIII ს.) მდებარეობს ლორის რაიონის სოფელ პრივოლნოიეს მახლობლად, ლალვარის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ისტორიული მონაცემებით, კომპლექსის უძველესი ეკლესია IX-X საუკუნეებში აშენდა და ერთნავიან ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს და დაარსების პირველ წლებში ფუნქციონირებდა, როგორც სომხური მონასტერი, ხოლო XIII საუკუნეში, ზაქარიანთა მეფობის დროს იგი ქალკედონურ მონასტერად გადაკეთდა და საქართველოს ხელისუფლებამ მას თვალი დაადგა. მონასტერი თლილი ფელზიტური ტუფისგან აშენდა.

 

ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში პოლიტოლოგმა, კავკასიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა გრანტ მიქაელიანმა დაადასტურა და დეტალებიც წარმოადგინა. მისი თქმით, ქართველებს სურთ ამ ეკლესიის „პრივატიზება“. ხელისუფლებამ ყველა საზღვრის დელიმიტირება გადაწყვიტა და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა საკამათო საკითხის მოგვარება. პოლიტოლოგის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ დღეს ქართველებს სომხეთისთვის მიწების წართმევა სურთ. ისინი სომხეთის ხელისუფლების მიდგომით ცდილობენ ისარგებლონ და სასურველი შედეგი სწრაფად მიიღონ.

 

 „დღევანდელი სომხურ-ქართული საზღვრები დიდწილად განპირობებულია რუსეთის იმპერიის დაშლითა და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობით. არ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ რაიონებში ქართველები ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი მათ ხელში ჩაგდებას ცდილობენ. არსებობს მკაფიო ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დასახლებებში მცხოვრებ სომხებზე ზეწოლას ახდენს და უსაფრთხოების კონტროლიც კი არის დაწესებული. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სომხებზე ზეწოლა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სცადა. მაგალითად, სოფელ ჯილიზაში მცხოვრები მოსახლეობა მთლიანად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

 

სომხურ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიქაელიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კუთხით ორ მეზობელ ქვეყანაში აშკარა განსხვავებები არ არის, მაგრამ ხალხებს შორის არის რელიგიური განსხვავებები: „სომხური თემი სისტემატური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ხალხებს შორის ურთიერთობაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი“.

 

გაზეთის „ჰრაპარაკი“ მასალიდან ჩანს, სომეხმა ფალსიფიკატორებმა ჩვეული წესით უკვე „მიითვისეს“ ჰუჯაბის მონასტერი და აცხადებენ, რომ იგი „სომხურად“ შეიქმნა 9-10 საუკუნეებში. თუმცა იქ სომხური საერთოდ არაფერია. ქართული წარწერა, რომელიც მონასტრის დაარსების დროზე და დამაარსებლებზე მიუთითებს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში სომეხმა ჩამოსახლებულებმა განზრახ გაანადგურეს. არც ისაა გამორიცხული, რომ სომეხმა გამყალბებლებმა იქ  თავიანთი ხელოვნურად „უძველესი“ ხაჩკარები ჩაიტანონ, რომელთა მწარმოებელი სახელოსნო ყარაბაღში დეოკუპაციის შემდეგ აღმოაჩინეს. ცხადია, გაქცევისას ოკუპანტებმა „მზა პროდუქციის“ ნაწილი თან წაიღეს.

 

სომეხი ნაციონალისტები განაგრძობენ სიმართლის დამახინჯებას და აცხადებენ, რომ „არ არსებობს ინფორმაცია“ ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორიაზე ქართველების ცხოვრობის შესახებ. განა თავად მართლმადიდებლური ქართული მონასტერი არ არის საკმარისი „ინფორმაცია“?! ისევე, როგორც ჰუჯაბის სამხრეთით მდებარე ახტალის, კობაირის, ხნევანქის, სვრეგის, კირანცის, ტერაჯუიკის, ოსკიფარის და სხვათა ქართული მონასტრები, უკვე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე! ამ მართლმადიდებლურ მონასტრებში ქართული ფრესკები, ქართული წარწერები, ქართული საფლავის ქვებია შემორჩენილი!

 

სხვათა შორის, ჰუჯაბი, 1935 წლამდე ქალთა მართლმადიდებლური მონასტრის სახით ფუნქციონირებდა. იქ არასდროს აღსრულებულა „სომხური“ ღვთისმსახურება! სხვა რა „მტკიცებულებები“, რა ინფორმაცია სჭირდებათ სომეხ ახალმოსახლეებს იმის დასამტკიცებლად, რომ ჰუჯაბი და, საერთოდ, დღევანდელი სომხეთის რესპუბლიკის მთელი ჩრდილოეთი ისტორიული ქართული მიწებია?!

 

საქართველო მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს. ჩვენი ქვეყანა დღეს ოფიციალურად 1921 წელს ბოლშევიკების დახმარებით უკანონოდ ჩამორთმეული უძველესი ქართული ისტორიული მიწის ლორეს დაბრუნებაზე ათეულობით ქართული ეკლესია-მონასტრით  პრეტენზიებს არ აცხადებს. სომეხმა ჩამოსახლებულებმა ლორეც არ იკმარეს. მათ საზღვარი უკანონოდ გადაიტანეს და მიიტაცეს ის, რაც არასდროს ეკუთვნოდათ - ჰუჯაბის მონასტერი, რომელიც უკვე ლორეს კი არა, ქვემო ქართლს ეკუთვნის. დღეს კი ტყუილად აცხადებენ, რომ თითქოს „საქართველოს სურს სომხეთის მიწების ხელში ჩაგდება“. საქართველოს დადანაშაულება იმაში, რომ მას ჰუჯაბის მონასტრის პრივატიზება სურს, მკრეხელობაა. შეუძლებელია მართლმადიდებლური სალოცავის „პრივატიზება“, შეიძლება მხოლოდ მისი განთავისუფლება დამპყრობლებისგან. სომეხი მესაზღვრეები დამპყრობლებივით რომ იქცევიან, ამას მოწმობს 2006 წლის ინციდენტიც, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ჰუჯაბის მონასტერთან მიახლოებას ცდილობდნენ! სომხეთი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს ის, რაც უკანონოდ მიითვისა, ისარგებლა რა საქართველოს მძიმე მდგომარეობით 90-იან წლებში და ის, რაც საქართველოს ეკუთვნის ყველა კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით!

 

სომეხი პროპაგანდისტები ძალიან კონკრეტულად და მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მოსაზღვრე სოფელ ახკერპში მცხოვრები სომეხი ეროვნების ქართველი მოქალაქეებისგან მოითხოვენ წერილობით მიმართვას მთავრობისადმი, რომ სომხეთის ხელისუფლება ითხოვს გადაეცეს (უფრო სწორად დაუბრუნდეს!) საქართველოს არა მხოლოდ ჰუჯაბის მონასტერი, არამედ ლავლარის მთის მიმდებარე საძოვრები. საქმე იმაშია, რომ საზღვრის გადაწევით სომხეთმა ცალმხრივად საქართველოს წიაღში მიითვისა ასობით და ათასობით ჰექტარი ტყე და სასაზღვრო საძოვრები სომხეთ-საქართველოს საზღვრის მთელ სიგრძეზე. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აღარ დარჩათ პირუტყვის საძოვრები, არ აქვთ წვდომა ტყესა და სხვა მიწებზე, რომლითაც ყოველთვის სარგებლობდნენ.

 

უფრო მეტიც, სომხეთის ხელისუფლებამ არა მხოლოდ უკანონოდ „გადაწია“ საზღვარი. ათწლეულების განმავლობაში ისინი რეგულარულად ახორციელებდნენ უკანონო რეიდებს საქართველოს ტერიტორიაზე, მძევლებად მიჰყავდათ და აპატიმრებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით აზერბაიჯანელი ეროვნებისა, და ადანაშაულებდნენ მათ „საზღვრის დარღვევაში“. ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, ითხოვს საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციისას, სომხეთმა დაუბრუნოს საქართველოს არა მხოლოდ ჰუჯაბის მონასტერი, არამედ წინა წლებში მცოცავი ოკუპაციისა და საზღვრის თვითნებური გადაკეთება-გადაწევის გზით უკანონოდ ჩამორთმეული ტყეები, საძოვრები და მიწები.

 

მოვუწოდებთ ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, უფრო დაჟინებით იმუშაოს ქართული მართლმადიდებლური სიწმინდეების დაბრუნებისთვის და მოუწოდოს ქართულ საზოგადოებას ერთიანობისკენ ჰუჯაბის დაბრუნების ფუნდამენტურ საკითხში. უკანონოდ მიტაცებული ჰუჯაბის მონასტრის და მიმდებარე მიწების დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს და სომხეთთან ურთიერთობის დამყარებისას საქართველოსთვის საკვანძო საკითხად უნდა იქცეს.

 

თუკი სომხეთი გამოთქვამს საქართველოსთან მეგობრობის სურვილს, ვაჭრობას და საქართველოს ტერიტორიას და პორტებს ტრანზიტისთვის გამოიყენებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს უკანონოდ მიტაცებული სასაზღვრო მიწები და ჰუჯაბის მონასტერი! საქართველო არ ვაჭრობს სალოცავებითა და ქართული მიწით, რომელზედაც ისინი მდებარეობს! ასეთი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვისაც.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 1117


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები