ანალიტიკა

დავით გარეჯის პროვოკაციიდან აფხაზეთის დათმობამდე - მოქმედებს თუ არა დავით ხიდაშელი სომხური ლობის ინტერესებიდან გამომდინარე?

15.03.24 16:43


წარმოშობით რუსი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის სახელი საქართველოს მორიგ ხმამაღალ პოლიტიკურ სკანდალში კვლავ იკვეთება. ამჯერად საუბარია „კონფედერაციის“ სახელით შენიღბული საქართველოს მიერ ოკუპანტებისა და სეპარატისტებისთვის აფხაზეთის "საბოლოო ჩაბარების“ გეგმებზე  და მის ტერიტორიაზე ტრანზიტის ორგანიზებაზე სომხეთისა და სომხური ლობის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელი თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის შეხვდა და გადასცა მისი წინადადებები სოხუმის სეპარატისტებთან „კონფედერაციის“ შესახებ, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შენარჩუნებით, რისი მიზანიცაა აფხაზეთის გავლით სომხეთამდე რკინიგზის გასაშვებად. ბუნებრივია, ასეთი „კონფედერაცია“ არ გულისხმობს მთავარს - ქართველ დევნილთა დაბრუნებას, რასაც არ დაუშვებს სომხური ლობი, რომელიც აქტიურად ასახლებს აფხაზეთში თანამოძმეებს, მათ შორის აზერბაიჯანული ყარაბაღიდან წასული სომხებით.

 

მოგვიანებით გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. „სავაჭრო დერეფნები“-ს საკითხი რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით. ამისთვის უნდა გამოეყენებინათ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმდა, სანამ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდებოდა.

 

სეპარატისტული ტელეგრამ-არხი ABKHAZIA-CENTER გამოთქვამს მოსაზრებასს, რომ აფხაზეთის გავლით ტრანზიტის გახსნა საქართველოს დამარცხებაა, მიუხედავად ფიქტიური კონფერენციისა. გთავაზობთ ამონარიდს პოსტიდან:

 

„...ოპოზიციამ დააფიქსირა რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის გამოჩენა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა. შეხვედრაზე, როგორც ჩანს, განიხილეს აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის გახსნა, ტვირთების, ვაჭრობის, ბიზნესის მონიტორინგის მიმართულებით შვეიცარიული კომპანიის მუშაობა და ა.შ.

 

ეს ყველაფერი გულუხვად იყო შეზავებული ქართველებისთვის კარგი ტკივილგამაყუჩებელით: ახსენებდნენ აფხაზეთისა და საქართველოს შესაძლო კონფედერაციას (ამის შემდეგ ქართველები დამყოლნი ხდებიან და არ აპროტესტებენ). ისე, ეს არ არის ცუდი. არავითრი კონფედერაცია არ იქნება, სამაგიეროდ დარჩება მოქმედი რკინიგზა და თბილისის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარება...“

 

სეპარატისტული ტელეგრამის არხი ვარაუდობს, რომ ამ „კონფედერაციით“ ქართული მხარე  ანკესზე წამოეგება. ამით მოგებულნი დარჩებიან არა სოხუმელი სეპარატისტები, არამედ აფხაზეთის რეალური ამჟამინდელი მფლობელები - სომხები.

 

ისინი მიიღებენ არა მხოლოდ ტრანზიტს და აფხაზეთიდან განდევნილი ქართველების „ნაალაფევ“ სახლებსა და ბინებს შეინარჩუნებენ, არამედ - „საერთაშორისოდ აღიარებულ სტატუსს ზღვისპირა სომხეთისთვის“, როგორადაც აფხაზეთი სწრაფად გადაიქცევა. შემდეგ, სეპარატისტული აფხაზეთი, რომლის მოსახლეობის უმეტესობა სომეხია, თავად საქართველოს ხელშეწყობით საერთაშორისოდ აღიარებული „კონფედერაციის“ ერთ-ერთი მხარე გახდება. გამოდის, რომ სომეხი ნაციონალისტები იმ კონტროლირებადი სუბიექტისთვის მიიღებენ სტატუსს, რომელზედაც ცოტა ხნის წინ ლიკვიდირებული „არცახი“ ვერც კი იოცნებებდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სომხებმა ეკონომიკურად ღარიბი მთიანი „არცახი“ პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვეს, თანაც ოკუპაციის დროს და ეხლა თბილ სანაპიროზე აფხაზეთში დასახლებაზე ოცნებობენ.

საინტერესო იქნებოდა გაგვეხსენებინა, თუ რა გავლენა მოახდინა იგივე დავით ხიდაშელმა დავით გარეჯის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებაზე სომხური ლობის ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც ოცნებობდა ამ მონასტრის გამო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღვივებაზე, რაც ორივე მეგობრულ ქვეყანას დაასუსტებდა.

 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 95% საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული და აზერბაიჯანი ამ ტერიტორიის კუთვნილებაზე არ დავობს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სომხური ლობის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებამდე თავისუფლად სტუმრობდნენ ქართველი ბერები, სასულიერო პირები, მომლოცველები და ტურისტები. და ასე იქნებოდა დღემდე, საქართველოში სომხური მეხუთე კოლონის მიერ წაქეზებული პროვოკატორები რომ არ ჩარეულიყვნენ — ცდილობდნენ პროვოცირებას, როდესაც სომხების მიერ დაქირავებულმა ავაზაკებმა (ან, სავარაუდოდ, თავად სომხები, რომლებიც ქართველებად წარმოაჩინეს) აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს იარაღის წართმევაც კი დაუპირეს. უსაფრთხოების მიზნით და მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანი იძულებული გახდა დროებით შეეზღუდა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა დავით გარეჯის რაიონში.

 

სომხური ლობი პროვოკაციების „გამართლებას“ შეუდგა ე.წ. „კარტოგრაფთა საქმით“, რომელიც, ფაქტობრივად, დავით ხიდაშელის მიერ იყო ორგანიზებული. თითქოს „დავით გარეჯის ბედით შეშფოთებულმა“ მონასტრის ტერიტორიაზე ჩაიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონების რუკები, რომლებიც სავარაუდოდ მოსკოვის საბჭოთა არქივიდან იყო მოპოვებული. ამავდროულად, პროსომხურ მედიაში დავით გარეჯის თითქოს „აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ საკითხის გარშემო ნამდვილი ისტერია აგორდა.

 

უცნობია, თუ ვინ მიაწოდა დავით ხიდაშელს ეს რუკები, სანდოა თუ არა ისინი. რაც მთავარია, არავის დაუსვამს შეკითხვა, რატომ მოიტანა დავით ხიდაშელმა მხოლოდ დავით გარეჯის ტერიტორიის რუკები? რატომ არ ჩამოიტანა მოსკოვიდან სომხების მიერ მითვისებული ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორიაზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიის რუკები? თუ ჰუჯაბის მართლმადიდებლური მონასტერი მისთვის „სალოცავი არ არის“? ისევე, როგორც სამხრეთით მდებარე და სომხების მიერ მიტაცებული ახტალის, კობაირის, ჰნევანქის, სვრეგის, ტერაჯუკის, კირანცის ქართული მონასტრები...

 

მიუხედავად ამისა, სწორედ იმავე დავით ხიდაშელის მეშვეობით და მისი ინიციატივით ინფორმაციის გაჟონვის წყალობით საქართველოში აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის გამოძიება დაიწყო. ამ ფონზე სომხურმა ლობიმ და პროვოკატორებმა მოაწყვეს ფართომასშტაბიანი ანტიაზერბაიჯანული კამპანია „დავით გარეჯი საქართველოა“, საზღვარზე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებით.

 

ბუნებრივია, კამპანიის ორგანიზატორებს არც კი უხსენებიათ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 95%-ზე მეტი ისედაც საქართველოს ტერიტორიაზეა. არც ის, რომ სომხეთმა, საზღვრის გადაწევით, უკანონოდ მიიტაცა ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსის 100%, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. აქციის ორგანიზატორებს არც კი ახსოვთ სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთით მდებარე ათობით მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტერი, რომლებიც ინგრევა და ნადგურდება.

 

აქცია აშკარად ორგანიზებული და დაფინანსებული იყო სომხური ლობის მიერ. უფრო მეტიც, ამ აქციის ფარგლებში სომხები საქართველოს, ლამის, „მოკავშირეებად“ გამოცხადდნენ. შემდეგში კი  გადაწყვიტეს, რომ  "ალიანსზე" ბევრი არ ესაუბრათ, რადგან ეს აშკარად აღიზიანებდა ქართველებს. ქვეყანაში ხომ 300 ათასზე მეტი დევნილია აფხაზეთიდან, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები და მეგობრები ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ბოევიკების წყალობით.

 

 

საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების გონივრულმა და გაწონასწორებულმა პოზიციამ არ მისცა საშუალება პროვოკატორებს გაეფუჭებინათ ორმხრივი ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, უდანაშაულო ადამიანები ამის გამო დაშავდნენ. ხიდაშელის მიერ საიდანღაც ჩამოტანილი რუკების საფუძველზე ხომ ცილი დასწამეს და დაუმსახურებლად გაასამართლეს ღირსეული ადამიანები - კარტოგრაფები, დელიმიტაციისა და სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

 

ბრალმდებელთა ინფორმაციით, ილიჩოვამ და მელაშვილმა დავით გარეჯის უძველესი ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე რუქები სავარაუდოდ აზერბაიჯანის სასარგებლოდ  „გააყალბეს“. კარტოგრაფებს არ მიეცათ თავის მართლების უფლება სწორედ სომხური მედიის მიერ დაწყებული კამპანიის გამო, რომლის წყალობითაც ეს ადამიანები „დაუსწრებლად“ გამოცხადდნენ „დამნაშავეებად“, ხოლო დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკები -  არა გაყალბებულად, არამედ „ნამდვილად“.

 

ამასობაში, აქტუალურია საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. სომეხ ნაციონალისტებს კარგად გამოსდით გაყალბებაც და რუკების დახატვაც. როგორც ჩანს, დროა დავით ხიდაშელმა გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და მოძებნოს ამ საზღვრის რუკები მოსკოვში, განსაკუთრებით ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც სომხურმა მხარემ ცალმხრივად შესწია საზღვარი 400 მეტრის სიღრმეზე საქართველოში და უკანონოდ მიიტაცა მონასტერი.

 

დავით ხიდაშელმა კი მოულოდნელად „მიაგდო“ ქართული სიწმინდეების საკუთრების საკითხი. აშკარაა, რომ სომეხი "მეგობრების" ინტერესების საწინააღმდეგოდ ის რუკებს არ წარმოადგენს. ახლა ხიდაშელი გადართულია აფხაზეთის გავლით ტრანზიტის გახსნის საკითხზე და სეპარატისტული აფხაზეთის, როგორც „კონფედერაციის წევრის“ სტატუსზე, სეპარატიზმისა და ოკუპაციის საერთაშორისო ლეგალიზებით.

 

გრიგოლ გიორგაძე

 

წაკითხულია : 856


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები