პოლიტიკა
29.03.24 16:06
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის პირველი, ისტორიული ვიზიტი ტაჯიკეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტაჯიკეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს.
შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
ტაჯიკეთის მხარე დაინტერესდა შუა დერეფნის განვითარების საკითხით და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის პროექტში ტაჯიკეთის სამომავლო ჩართულობას, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს გავლით ტვირთები გაატარონ.
შეხვედრებზე, ასევე ისაუბრეს პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების შესახებ.
მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ნიკოლოზ სამხარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს ლექცია წაუკითხა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
1tv.ge
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24