პოლიტიკა
01.04.24 12:15
ანტალიაში დაფუძნებულ Southwind Airlines-ს, რომელიც ჩარტერულ რეისებს თბილისიდანაც ასრულებს, ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენა რუსეთთან კავშირის გამო აუკრძალა. ინფორმაციას Turizm Guncel ავრცელებს.
მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ Southwind-ი, რომლის ოფიციალური სახელი Cortex Aviation and Tourism Trade-ია, საკუთრებაზე ფაქტობრივი კონტროლის უმეტეს ნაწილს თურქეთში კი არა, რუსეთში ფლობს. ამის გამო ფინეთმა Southwind-ის ანტალია-ჰელსინკის რეისი გააუქმა, ხოლო 25 მარტიდან ავიაკომპანიას თავისი საჰაერო სივცის გამოყენება აუკრძალა.
სამი დღის შემდეგ, 28 მარტიდან Southwind-ს ევროკავშირის თავზე ფრენა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ბრიუსელმაც აუკრძალა. კერძდ, ევროკავშირმა გაერთიანების ყველა ქვეყანას ოფიციალურად აცნობა, რომ Southwind Airlines-ს, სანქციების რეგულაციების შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალა. ავიაკომპანია რეისების შესრულებას ბერლინში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, მიუნხენსა და შტუტგარტში, ასევე, საბერძნეთის ჰერაკლიონში გეგმავდა.
29 მარტს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ტურისტებისთვის ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხიდან მოსკოვში ფრენა გადაიდო, რომელიც ავიაკომპანია Air Cairo-ს უნდა შეესრულებინა. ATOR-ის წყარო ვარაუდობს, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ ეს ავიაკომპანია Southwind-თან აფილირებულად მიიჩნია. ასევე, ტურისტებს, რომლებიც 30 მარტს მოსკოვიდან შარმ ელ-შეიხში Southwind-ის რეისით უნდა გაფრენილიყვნენ, სხვა ავიაკომპანია, AZUR Air-ი მოემსახურა, ფრენა კი შერემეტევოს ნაცვლად, ვნუკოვოს აეროპორტიდან შესრულდა.
ცნობისთვის, Southwind რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ სპეციალურად რუსი ტურისტების თურქეთში გადასაყვანად შეიქმნა. ჩარტერული ავიაკომპანია 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში დაარსდა. თურქულმა მედიამ ის „რუსების გადამყვან ავიაკომპანიად“ მონათლა. საავიაციო ბაზარზე გამოცემა „იზვესტიას“ თანამოსაუბრეები Southwind-ს რუსულ ჩარტერულ ავიაკომპანია Nordwind Airlines-თან და ტუროპერატორ Pegas Touristik-თან მჭიდროდ აკავშირებენ. ეს ტუროპერატორი Southwind-ის რეისებით საკუთარ ტურპაკეტებს ქმნის. საავიაციო ბაზრის წყაროები „იზვესტიასთან“ გასულ წელს აცხადებდნენ, რომ Southwind-ის ფლოტი ნაწილობრივ რუსული Nordwind Airlines-ის ყოფილი თვითმფრინავებისგან შედგება, ხოლო თურქული გადამზიდავის ფრენებში Nordwind-ის ეკიპაჟებიც მონაწილეობენ. Flightradar-ისა და Planespotter-ის შარშანდელი მონაცემებით, თურქულ ავიაკომპანიას თავის ფლოტში Airbuses-ისა და Boeing-ის რვა თვითმფრინავი ჰყავდა, მათ შორის, მხოლოდ სამი Boeing 737 MAX-ია. ავიაკომპანია კიდევ ერთ MAX-ს ელოდებოდა, რომელიც ადრე რუსული S7-ის ფლოტში შედიოდა.
გასული წლის ზაფხულში აშშ-ის ხელისუფლებამ Southwind-ს ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავებით რუსეთში ფრენები დაუბლოკა.
Southwind Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 2022 წლის 21 აგვისტოს შეასრულა.
bpn.ge
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24