პოლიტიკა

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს

01.04.24 13:00


„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა 13:00 საათიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 295 ევროდან იქნება.

 

„პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

 

პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციაში.

 

1tv.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები