პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოსამართლეების სანქცირება უნდა გაუქმდეს

01.04.24 14:02


დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართველი მოსამართლეებისთვის უსამართლოდ და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, „ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას“.

 

„ნიკა გვარამიას საქმეზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა და როდესაც აბსოლუტურად სხვა შედეგი დგება, რომ თურმე არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად იყო განხილული მათი საქმეები, არავინ - არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან, არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს და ბოდიშს არ იხდის. ამიტომ ეს სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმეს და ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არის ერთადერთი კლანი - „ენჯეოების“ გაერთიანება, რომლის მიზანიცაა ხელი შეუშალონ ქვეყნის წინსვლასა და პროგრესულ განვითარებას.

 

„ამ „ენჯეოების კლანს ეხმარებიან კონკრეტულ პირი მოსამართლეები, რომლებიც თურმე, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ თურმე მადლობის ნიშნად, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა.

 

imedinews 

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები