პოლიტიკა

გივი მიქანაძე - არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რაზეც საზოგადოებას ოპონენტები ესაუბრებიან

01.04.24 17:10


„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა - აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რის თაობაზეც საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები ესაუბრებიან , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.

 

პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

 

ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.

 

მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან საარჩევნო ოლქის ნომერი დააფიქსიროს.

 

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ამით საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

 

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები