პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე - ოპონენტები კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ, თუმცა ვერ მოჰყავთ არგუმენტები

01.04.24 17:30


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპონენტები მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ, თუმცა ვერ მოჰყავთ კონკრეტული არგუმენტები, სადაც მოსამართლეები არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ.

 

სამხარაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართველ მოსამართლეებს ამართლებს.

 

„ადამიანის კეთილსინდისიერებას კითხვის ქვეშ აყენებენ და ამის არგუმენტიც არ აქვთ. პირიქით, სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილებები გამოიტანა, რაც ქართველ მოსამართლეებს ამართლებს. ამ ფონზე გაუგებარია, ეს ყველაფერი პიროვნული და პოლიტიკური შუღლით ხდება, თუ სხვა ინტერესი ამოძრავებთ, მათ შორის სასამართლოს ხელში ჩაგდების ინტერესი“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები