პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები, ვინაიდან დღემდე ეს შეზღუდვები არ არის დასაბუთებული

02.04.24 10:46


მოსამართლეებზე შეზღუდვების თუ სანქციების შემოღება ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„სახელმწიფომ მოითხოვა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეზღუდვები დაწესდა. დღემდე საზოგადოებამ არ იცის თუ რა იყო საფუძველი. რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები, ვინაიდან დღემდე ეს შეზღუდვები არ არის დასაბუთებული და თუ არ არის დასაბუთებული, შესაბამისად არც სამართლიანი არ გახლავთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს - გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

imedinews

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები