პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს

02.04.24 14:32


2015 -17 წლებში რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეების მიმართ გამოიყენა ტერმინები - გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდის ფსევდო მსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა, მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა დროის იუდა და ჩაწერა იმ დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი - განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როცა არ არის არცერთი მყარი სამართლებრივი არგუმენტი, რა გვაქვს უკეთესად გასაკეთებელი, არ არის ქეისები, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მიკერძოებული აშკარად, ან კანონის უხეში დარღვევით არის მიღებული, სტრასბურგში წაღებული ყველა ასეთი ინტერესის მქონე საქმე, ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან. ამ დროს უკვე მიზნები ნათლად ჩნდება - შემოაქვთ ბულინგის უპრეცედენტო სისტემა.

 

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

 

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არცერთი გარე შტო, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. ყველა სხვა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს.

 

imedi

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები