პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: უცხოური გავლენებით სურთ დაიმორჩილონ სამართალი და ქვეყნის სუვერენიტეტი

02.04.24 16:11


რადიკალური პროცესები საქართველოში გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით ხდება. ალბათ ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რატომ გვინდოდა შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც საზოგადოებას სიმართლით უზრუნველყოფდა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ და მათმა დამკვეთებმა ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული, ევროკავშირმა ეს კანონი თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი თითქოს მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს, არადა, სინამდვილეში არც ერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება და ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

 

imedi

 

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები