პოლიტიკა

პარლამენტში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

02.04.24 16:35


ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აგრეთვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის და ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს და ეს ჩვენი საზოგადოების განვითარებასა და სიძლიერეზე მეტყველებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

imedi

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები