პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი - როცა საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და საარჩევნო რეგისტრაცია მოითხოვონ

11.04.24 17:28


მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ინფორმირებას.

 

„არჩევნების დანიშვნის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რომელიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ეს ცესკოსთვის შემდგომ ხდება საფუძველი, რომ შექმნას საარჩევნო უბნები შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - ეს არის საელჩო და საკონსულოები. ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ამის მიღმა ამომრჩევლებს, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში, მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის იმ სტანდარტსა და პრაქტიკაში, რომელიც დღეს არათუ ევროპული ქვეყნების, არამედ მის მიღმა მსოფლიო მასშტაბით არსებობს, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნების შექმნას და შესაბამისად, ამ მიმართულებით სრულ თანხვედრაშია ჩვენი გამოცდილება ამ ყველაფერთან. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას”, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები