ეკონომიკა
12.04.24 14:03
სემეკ-მა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვრის 75 000 ლარიდან, ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას უკვე გადაეგზავნა.
„ჯარიმების გაზრდაზე კომისიას არაერთხელ აქვს დაყენებული საკითხი საქართველოს პარლამენტის წინაშე და არსებობს კიდეც კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა 75 000 ლარი არ არის საკმარისი ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის პრევენციის ან შესაბამისი ადმინისტრაციულად დასჯის საკომპენსაციოდ. აქედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ჯარიმის მოცულობა უნდა გაიზარდოს 500 000 ლარამდე და მარეგულირებელ კომისიას უნდა მიენიჭოს მანდატი, რომ მან დაადგინოს დაჯარიმების წესი. აქედან გამომდინარე, მოვამზადეთ კანონპროექტი, მივაწოდეთ ეკონომიკის სამინისტროს, რათა მთავრობის მეშვეობით შევიდეს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ კანონით იქნება ჯარიმების გაზრდა განსაზღვრული, მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს შესაბამისი წინადადებები, რა ტიპის სამართალდარღვევაზე, რა მოცულობის ჯარიმები უნდა იყოს. ეს ყველაფერი დადგენილი და დამტკიცებული იქნება წესებით. აქედან გამომდინარე, როცა ძალიან მნიშვნელოვან დარღვევასთან შესაძლოა გვქონდეს საქმე, კომისიას ექნება უფლებამოსილება, გამოიყენოს მაქსიმალური ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით, თუმცა ეს არა ყოველთვის. კომისია ყოველთვის ცდილობს, სამართალდარღვევისას ადეკვატური ჯარიმა გამოიყენოს. ევროპაში ძალიან მაღალია სხვათა შორის ჯარიმები, გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენთან არსებული ბრუნვების, გარემოს და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ეს მოცულობა, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ, არის ოპტიმალური“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ.
შეკითხვაზე, რა შემთხვევაში დაეკისრება კომპანიას ნახევარი მილიონი ლარის სანქცია, დავით ნარმანია განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან მასობრივად თუ ირღვევა მომხმარებელთა უფლებები ან არ სრულდება მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნები, მითითებები, ასეთ დროს სემეკ-ს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, კომპანიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატაროს.
„კომპანიას მარეგულირებელი კომისია როცა მიუთითებს, რომ მომხმარებლის უფლებები ირღვევა, რაღაც შემთხვევებში, მასობრივად ერიცხება მომხმარებელს ზედმეტი თანხები და ამისთვის ცალკე გადაწყვეტილების მიღება, დაჯარიმება უწევს, როცა მომხმარებელთა დიდ კატეგორიას ეხება და წინასწარ არის განსაზღვრული ან მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნების, მითითებების შეუსრულებლობას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში კომისიას უნდა ჰქონდეს მანდატი, გამოიყენოს უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე დღეს არის განსაზღვრული კანონმდებლობით“, – აღნიშნა ნარმანიამ.
1tv.ge
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24