პოლიტიკა
18.04.24 17:40
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა და დაიცვას რეალიზაციის პირობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა გიორგი იაკობაშვილმა და ზურაბ ლიპარტიამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
„აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმის სრულყოფა მნიშვნელოვანია როგორც თხილის წარმოების, ასევე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად. თხილის დაზიანებას, ფაროსანასთან ერთად, იწვევს სხვა მავნებელ-დაავადებებიც, რომელთა დამარცხება შესაძლებელია ხარისხიანი ქიმიკატებით", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.
აღსანიშნავია, რომ მეთხილე ფერმერებს პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ინსპექტორები სახელმწიფო კონტროლს წელსაც აღიარების მქონე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში განახორციელებენ; ლაბორატორიული კვლევისთვის დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის გაიცემა სუბსიდია თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად; სუბსიდიის მისაღებად, პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 ჰა, არაუმეტეს 3 ჰა.
სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
commersant.ge
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24