რეგიონი

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

19.04.24 10:23


გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 აპრილის 14:00საათიდან 25 აპრილის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

 

„კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბნის ნაწილსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო, ჭანდარი, ლემშვენიერა.

 

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები