პოლიტიკა
19.04.24 17:05
მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე - მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან.
„მე მას ვეტოს დავადებ, როგორც კი კანონპროექტის მესამე მოსმენა დასრულდება. სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, ეს [ვეტო] ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ იმ ხალხის ხმა, რომელიც ამ [კანონპროექტს] აპროტესტებს. ვეტო ძალიან სიმბოლურია და აჩვენებს რა არ შეიძლება გახდეს საქართველოს დანიშნულების პუნქტი, იმ კანონების კოპირებით, რასაც პუტინი და რუსეთი იღებს. შარლ მიშელმა, ისევე როგორც სხვა ევროპელმა პარტნიორებმა და [თბილისში მყოფმა] ელჩებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ასე რომ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამბობს - „არ მიიღოთ ეს კანონი“. ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან (დუმა, დიმიტრი პესკოვი - სპიკერი). ამიტომ ძალიან ნათელია რა არის ეს [კანონი], საიდან მოდის და რა არის ის, რაც ქართველ ხალხს არ სურს. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს არა ევროკავშირისკენ, არამედ ვლადიმერ პუტინისკენ მივყავართ და ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია - ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შეგვიძლია, რადგან ქართული საზოგადოების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის გზას. შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა ჩვენ ვნახეთ ერთსულოვნება და ენთუზიაზმი საზოგადოებაში - მე ამის იმედი მაქვს და [საზოგადოებასაც] შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს. ჩვენი ვუახლოვდებით არჩევნებს და ამ პერიოდში აქციებიც იქნება. ვიცით, რომ ამჟამად (ანუ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, სანამ არჩევნები არ იქნება) ვერ შევცვლით იმ უმრავლესობას, რომელიც დღეს პარლამენტშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ შეიძლება ხალხმა ნება გამოხატოს, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე. [აქციები] ქართველი ხალხის სპონტანური რეაქციაა, განსაკუთრებით, კი მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ნაწილის, რომელიც ამ დრომდე არ იყო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებით გავსებულ ქუჩებს. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ისინი გრძნობენ რომ ვიღაც მათ ევროპულ მომავალს ართმევს, რომ მათ ევროპულ მომავალს მოსკოვის ზეწოლის ქვეშ ართმევენ, რომელიც რეგიონში, კავკასიაში გეოპოლიტიკურ თამაშს ღიად თამაშობს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
ipn.ge
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24