ანალიტიკა

ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...

01.05.24 18:55


საოცარმა „სიმბიოზმა“ იჩინა დღეს თავი სომხეთის რესპუბლიკაში რევანშისტული და ექსტრემისტული ძალების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და ღაზახის რეგიონის ოკუპირებული სოფლების აზერბაიჯანში დაბრუნების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. საზღვართან გამუდმებით იმართება აქციები, იკეტება გზები და ამ არამშვიდობიანი, სიძულვილით აღსავსე აქციების მთავარი „წამქეზელები“ ე.წ. „სომხური სამოციქულო ეკლესიის“ (სსე) ეპისკოპოსები და მღვდლები არიან. ფაქტობრივად, ეჩმიაძინმა არა მხოლოდ ღიად დაიკავა ექსტრემისტებისა და რევანშისტების მხარე, არამედ ყოველმხრივ იწვევს ახალ ომს.

 

„ტავუშის“ აქციების დროს ეჯმიაძინსა და ყველაზე სისხლიან სომეხ ტერორისტებს შორის სრული კავშირი და „სიმბიოზია“. დღეს სომეხ ექსტრემისტებსა და სასულიერო პირებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელნი საეკლესიო სამოსს ატარებენ. სიძულვილის და შეურიგებლობის პროპაგანდასა და ძალადობისკენ მოწოდებებში კი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, ისინი ხანდახან ექსტრემისტებსაც კი აჭარბებენ.

 

სინამდვილეში, დღეს ტავუშის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი აწყობს საპროტესტო აქციებს საზღვრის დემარკაციისა და გზების გადაკეტვის წინააღმდეგ. ის მიზანმიმართულად იყენებს სასულიერო პირის „სტატუსს“, რათა ექსტრემისტები პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოებს დააპირისპიროს და ამავდროულად თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. მისივე მოწოდებით და ფაქტობრივად ეჩმიაძინის ლოცვა-კურთხევით „ტავუშის“ ექსტრემისტულ აქციებს სომხეთის რესპუბლიკის სხვა რეგიონებიდან მღვდლები და ეპისკოპოსებიც კი უერთდებიან. საზღვარზე მიდიან და იქ მოჰყავთ თავიანთი „ფარა“, რათა „მასიური“ ქმედებები მოაწყონ და ხელი შეუშალონ საზღვრის დემარკაციისა და მშვიდობიანი მოგვარების პროცესს.

 

მეტად სიმბოლურია, რომ ამბიკ სასუნიანი, ტერორისტი, რომელმაც 1982 წელს ლოს-ანჯელესში მოკლა თურქეთის გენერალური კონსული ქემალ არიქანი, ახლახან შეუერთდა ეჯმიაძინის მიერ ორგანიზებულ ამ ექსტრემისტულ ღონისძიებებს. არიკანის მკვლელობა შეერთებულ შტატებში თურქი დიპლომატის პირველი ტერორისტული მკვლელობა იყო.

 

ამბიკ სასუნიანი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კალიფორნიის კანონმდებლობით, მსჯავრდებულებს სამუდამო თავისუფლების აღკვეთით 25 წლის შემდეგ შეუძლიათ ვადამდელი გათავისუფლებაზე მოითხოვონ შუამდგომლობა, მაგრამ სასუნიანს განაჩენი განაცხადის უფლებას არ ითვალისწინებდა. თუმცა, 2004 წლიდან სომხურმა დიასპორამ, მათ შორის ეჩმიაძინის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებში, დაიწყო მუშაობა ტერორისტის გასათავისუფლებლად. 2021 წელს ამბიკ სასუნიანი გაათავისუფლეს და გადავიდა სომხეთში.

 

სიმბოლურია, რომ ტერორისტის გათავისუფლება ყარაბაღის მეორე ომში სომეხი ოკუპანტების დამარცხების შემდეგ მოხდა და ბევრმა რევანშისტმა ეს  „პირველ გამარჯვებად“ აღიქვა ყარაბაღში დამარცხების შემდეგ. ამბიკ სასუნიანი სომხეთში პატივით მიიღეს და ყველა სახის რევანშისტული ქმედების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური აქტივისტი გახდა.

 

დღეს აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდლები და ეპისკოპოსები, ყალბად ამტკიცებენ, რომ ამბიკ სასუნიანმა მოკლა „სომეხთა გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორი“. ტერორისტის მიერ მოკლული თურქეთის გენერალური კონსული ქემალ არიქანი დაიბადა 1927 წელს, ანუ მითიური „1915 წლის გენოციდიდან“ 12 წლის შემდეგ. დიდი სურვილის მიუხედავად, მას არ შეეძლო „გენოციდის“ ორგანიზება (რაც რეალურად არ მომხდარა).

 

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიერ ტერორისტებისთვის ხოტბის შესხმა ამ ე.წ. „ეკლესიას“ აქცევს ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც არანაირად არ არის თავსებადი ქრისტიანობასთან.

 

სხვათა შორის, სომხურ საზღვრისპირა სოფელ კირანცთან, სადაც მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი აწყობს ექსტრემისტულ ქმედებებს და ბლოკავს საქართველოსკენ მიმავალ გზას, სადაც მისი „კურთხევით“ ტერორისტი-მკვლელი ამბიკ სასუნიანი „მისაბაძი“, „ვარსკვლავი' და " გმირი", უძველესი ქართული მართლმადიდებლური მონასტერი მდებარეობს. საუბარია ეჩმიაძინის მიერ მიტაცებულ კირანცის მონასტერზე, რომლის შესახებ „კავკასუს პლუსმა“ უკვე არაერთხელ დაწერა. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შედევრი ნადგურდება და ნანგრევებად იქცევა, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება შეგნებულად არ აძლევს მისი მონახულების უფლებას არც ქართველ მღვდელმთავრებს, არც მომლოცველებს და არც რესტავრატორებს. აშკარაა, რომ სხვისი ქრისტიანული სალოცავის მითვისების შემდეგაც კი, სსე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად განადგურდეს.

 

რომელი „უძველესი ქრისტიანობა“ უნდა იქადაგონ საქართველოში, თუ საქართველოს მიწაზე სხვა ქართული სალოცავებიც ასევე იქნება მიტაცებული? ნუთუ აქაც განადიდებენ ამბიკ სასუნიანის მსგავს ტერორისტებსა და მკვლელებს ?

 

დღეს, ამბიკ სასუნიანის მსგავსი ტერორისტები და მათი „სულიერი ლიდერები“, როგორიცაა ბაგრატ გალსტანიანი, ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ოკუპირებულ ღაზახის რეგიონის სოფლებში, სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში . ისინი მზად არიან ახალი ომი წამოიწყონ, რათა არ დათმონ ადრე მიტაცებული სხვების ქონება. ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ მორიგი ომის შედეგად შეიძლება ისიც დაკარგონ, რაც ახლა აქვთ.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 766


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები