პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთავარი წინაღობა გადალახულია

09.12.16 14:45


საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმი უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო მთავარი წინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებაში გვიშლიდა ხელს.


“დღეს ეს წინაღობა გადალახულია, როგორც ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, ასევე, პარტნიორობისა და მეგობრობის აქტიური ჩართულობით. ამ წინაღობის გადალახვის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად არ იქნეს მიღწეული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები