ანალიტიკა

საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული

07.05.24 21:35


საფრანგეთი „ზღვარს გადადის“ საქართველოსთან მიმართებაში, რომლის მიღმაც იწყება სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში პირდაპირი და აშკარა ჩარევა, საფრანგეთმა გაუგზავნა მესიჯი საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, რომლითაც ცხადყო, რომ არ მოითმენს საქართველოს მხრიდან საგარეო გავლენის შეზღუდვას (მათ შორის, ფრანგულის), რაც უკვე ისედაც აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის, ამ გზავნილში არის გარკვეული სიმბოლიზმი, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის მოქალაქე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ყოფილი“ თანამშრომელია და  აქტიურად უჭერს მხარს ამ „საზღვარგარეთის გავლენას“.

 

პარიზს კვლავ სურს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, საფრანგეთის „საზღვარგარეთ დეპარტამენტი“ გახდეს. ახალი კალედონიის მსგავსად. იმ განსხვავებით, რომ საქართველო არ მდებარეობს იზოლირებულ კუნძულებზე, არამედ ესაზღვრება სომხეთის რესპუბლიკას, საფრანგეთის სატელიტს, დაინფიცირებულს ექსპანსიონიზმით, რევანშიზმითა და აგრესიული ნაციონალიზმით. და პარიზი ღიად ამარაგებს მას იარაღით მომავალი რეგიონალური ომისთვის.

 

რუსეთსაც აქვს სომხეთში თავისი ყოფილი გავლენის აღდგენის იმედი და ამისთვის ისევ საქართველოს გავლით "დერეფანი" სჭირდება. ამრიგად, ნებისმიერი საგარეო გავლენა და საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა, იქნება ეს პარიზის თუ მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასიკვდილოდ საშიშია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, საქართველოს ომში ჩათრევით და მისი ტერიტორიის შემდგომი დანაწევრებით ემუქრება.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწრაფი მართებული პასუხი გასცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს: „მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას“ -აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიკერძოებული შეფასებები ძალადობას უწყობს ხელს.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

 

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

 

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება” - წერია განცხადებაში.

 

ძალიან კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეახსენა საფრანგეთს, რომ მას თავადვე არ აქვს შიდა სტაბილურობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საკუთარ ქვეყანაში. ეს, სხვათა შორის, ბევრმა იცის და მეტიც, ზოგიერთი ფრანგი სამხედრო ოფიცერი საფრანგეთის მომავლის შესახებ განგაში ატეხს. ამ ფაქტზე უფრო დაწვრილებით უნდა ვისაუბროთ.

 

ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, გადამდგარი ფრანგი გენერლების ჯგუფმა გამოაქვეყნა მიმართვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისადმი Valeurs actuelles ვებგვერდზე, რომელშიც მოუწოდებდა მას „დაეცვა პატრიოტიზმი“. ამ სამხედროების თქმით, მიგრანტები საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში საკუთარ წესებს ადგენენ და ფაქტობრივად, ქვეყანაში რასობრივი ომი უკვე დაიწყო.

 

ამ წერილის მხარდასაჭერად გამოქვეყნდა პენსიაზე გასული და აქტიური ფრანგი სამხედროების ღია მიმართვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, მინისტრების, პარლამენტარებისა და საფრანგეთის სამხედრო ხელმძღვანელობისადმი. მიმართვაში პირდაპირ იყო ნათქვამი ექსტრემიზმისა და კონსტიტუციის დარღვევის გამო საფრანგეთის დაშლის საფრთხეზე.

 

მას შემდეგ საფრანგეთში ვითარება არ გაუმჯობესებულა, ამიტომ ძალიან სასარგებლოა ამ მიმართვის ხელახლა შესწავლა, რათა გავიგოთ, რა საფრთხეების წინაშე დგას თავად საფრანგეთი, რომელიც ერთდროულად ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას თავისგან შორს მსოფლიოს რეგიონებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.

 

გთავაზობთ მიმართვის თარგმანს:

 

ბატონო რესპუბლიკის პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, გენერლებო!

 

ჩვენ აღარ ვმღერით La Marseillaise-ის მეშვიდე კუპლეტს. თუმცა ის მდიდარია გაკვეთილებით. მოდით გავიხსენოთ იგი:

 

„ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, როცა ჩვენი ვეტერანები წავლენ. ჩვენ ვიპოვით მათ საფლავებს და მათი ვაჟკაცობის კვალს. ჩვენ ვიამაყებთ მათით, შურს ვიძიებთ და გავყვებით მათ, თანაც  ვეცდებით, არ გავიზიაროთ მათი ხვედრი, არამედ გავიზიაროთ მათი სიკვდილი ჩვენი სამშობლოსთვის“.

 

ჩვენი ვეტერანები მებრძოლები არიან, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ. ესენი არიან, მაგალითად, ძველი ჯარისკაცები, რომელთა ღირსებაც ბოლო კვირების განმავლობაში გათელეთ. სწორედ საფრანგეთის ამ ათასობით მსახურმა მოაწერა ხელი საღი აზრის პეტიციას, ჯარისკაცებმა, რომლებმაც საუკეთესო წლები დაუთმეს ჩვენი თავისუფლების დასაცავად, დაემორჩილნენ თქვენს ბრძანებებს, ებრძოლათ თქვენს ომებში ან აღესრულებინათ თქვენი საბიუჯეტო შეზღუდვები, რომლებიც თქვენ გარიყეთ, ხოლო ფრანგმა ხალხმა მხარი დაუჭირა ძველ მეომრებს.

 

ხალხს, რომლებიც იბრძოდნენ საფრანგეთის ყველა მტრის წინააღმდეგ, თქვენ მეამბოხეებივით მოეპყარით, თუმცა მათი ერთადერთი ბრალია ის, რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა და გლოვობენ მის აშკარა დაცემას.

 

ამ პირობებში სწორედ ჩვენ, ვინც ახლახანს დავიწყეთ სამხედრო კარიერა, უნდა გავიდეთ საზოგადოებაში მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლის თქმის პატივი გვქონდეს.

 

ჩვენ ვართ ის, რასაც გაზეთები "ცეცხლის შექმნას" უწოდებდნენ. ჩვენ, კაცები და ქალები, ყველა ქვედანაყოფისა და ყველა რანგის, ყველა განწყობის სამხედრო მოსამსახურეებს, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ერთადერთი დიდების ტიტული. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, როგორც არ უნდა იყოს, ღიად საუბარს, მაშინ დუმილი ჩვენთვის ასევე შეუძლებელია.

 

ბევრმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე იწვნია ბრზოლის ცეცხლი ავღანეთში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სხვაგან . ზოგმა თანამებრძოლები იქ დატოვა. მათ სიცოცხლე შესწირეს ისლამიზმის განადგურებას, რაზეც თქვენ დათმობებზე მიდიხართ ჩვენს მშობლიურ მიწაზე.

 

თითქმის ყველა ჩვენთაგანს გვაქვს მიღებული გამოცდილება საპატრულო ოპერაციაში "გუშაგი". ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ მიტოვებული გარეუბნები, კრიმინალით გაჯერებული რაიონები. ჩვენ განვიცდიდით სხვადასხვა რელიგიური თემების ექსპლუატაციის მცდელობებს, რომლებისთვისაც საფრანგეთი არაფერს ნიშნავს - მისთვის სარკაზმის, ზიზღის და სიძულვილის გარდა, არაფერს რომ არ იმეტებდნენ.

 

14 ივლისი მარშით ვიარეთ. ხალხის ეს კეთილგანწყობილი და მრავალფეროვანი ბრბო გვესალმებოდა, რადგან ჩვენ მათი ნაწილი ვართ. თვეობით გვიკრძალავდნენ სამხედრო ფორმაში მგზავრობას, პოტენციურ მსხვერპლად გვაქციეს ხმელეთზე, რომლის დაცვა მაინც შეგვიძლია.

 

დიახ, მთლიანობაში, ჩვენი ვეტერანები არ ცდებიან მათი მიმართვის სისწორეში. ჩვენთვის აშკარაა ძალადობა ჩვენს ქალაქებსა და დაბებში. ვხედავთ, როგორ კონსოლიდირებულია კომუნიტარიზმი (ქვეყნის ცხოვრება ცალკეული ეთნიკური და რელიგიური თემების სახით, ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული - რედ.) საჯარო სივრცეში, საჯარო დებატებში. ვხედავთ, როგორ მკვიდრდება საფრანგეთისა და მისი ისტორიის სიძულვილი ნორმად.

 

„თქვენ ამტკიცებთ, რომ შესაძლოა ეს სამხედროების საქმე არ იყოს“ ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარი. პირიქით-ვინაიდან სიტუაციის შეფასებისას აპოლიტიკურნი ვართ, პროფესიული თვალსაზრისით ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. მსგავსი დეკადანსი ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, სადაც კრიზისია. ის წინ უსწრებს ნგრევას. ეს ქაოსს და ძალადობას წინასწარმეტყველებს და იმის საწინააღმდეგოდ, რასაც აქა-იქ ამბობთ, ეს ქაოსი და ძალადობა სამხედრო კი არა,  სამოქალაქო აჯანყების შედეგი იქნება.

 

რა დონის მშიშარა უნდა იყო, რომ ჩვენი უფროსი თაობის მიმართვის ფორმა დავიწუნოთ, მათ მიერ მოყვანილი დასკვნების აღიარების ნაცვლად. რამდენად მატყუარა უნდა იყოს ადამიანი, რომ გამოიყენოს სამხედროების არასწორად ინტერპრეტირებული თავშეკავების მოვალეობა საფრანგეთის მოქალაქეების გაჩუმებისთვის. რაოდენ გახრწნილი უნდა იყო იმისთვის, რომ წაახალისოთ მაღალი რანგის სამხედრო პერსონალი-გამოამჟღავნონ საკუთარი თავი, ვიდრე სასტიკად დასჯიან, როგორც კი ისინი რაიმეს დაწერენ, გარდა წარსული ბრძოლების მოგონებებისა.

 

სიმხდალე, სიცრუე, გარყვნილება - ეს არ არის ჩვენი შეხედულება იერარქიაზე. პირიქით, ჯარი სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ სიმართლეს ვამბობთ, ვინიდან სასწორზე საკუთარ სიცოცხლეს ვდებთ. ჯარის მიმართ სწორედ ასეთი ნდობისკენ მოვუწოდებთ.

 

დიახ, თუ სამოქალაქო ომი დაიწყება, ჯარი შეინარჩუნებს წესრიგს საკუთარ მიწაზე, რადგან მას მოეთხოვება ამის გაკეთება. ეს შეესაბამება სამოქალაქო ომის განმარტებას. არავინ ისურვებდა ისეთ საშინელ ვითარებას, როგორიც სამოქალაქო ომია: არც ჩვენი უფროსი თაობა, არც ჩვენ. არადა ჩვენი ვეტერანების საგანგაშო მოწოდება საბოლოოდ უბრუნდება უფრო შორეულ გამოძახილებს. ჩვენს ვეტერანებს შორის არიან 1940 წლის წინააღმდეგობის მებრძოლები, რომლებსაც ხშირად თქვენნაირი ადამიანები ეპყრობოდნენ, როგორც მეამბოხეებს, და რომლებიც განაგრძობდნენ ბრძოლას მაშინ, როცა შიშით შეპყრობილი კანონმდებლები უკვე დებდნენ ფსონს ბოროტების დათმობაზე ზიანის შესამცირებლად. ესენი არიან 1914 წლის ქვეითი ჯარისკაცები, რომლებიც იღუპებოდნენ რამდენიმე გოჯი მიწისთვის, ხოლო თქვენ ახნილა ურეაქციოდ ტოვებთ ჩვენი ქვეყნის მთელ რეგიონებს ძლიერების კანონით. ისინი ყველანი გარდაცვლილები არიან, ცნობილი და უცნობნი, დაცემული ფრონტზე ან სამხედრო სამსახურის დროს., დიახ, საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს კარგად იცით.

 

ყველა ჩვენი ვეტერანი, ვინც ჩვენი ქვეყანა ისეთი გახადა, როგორიც არის, ვინც მის ტერიტორიას აყალიბებდა, მის კულტურას იცავდა, მის ენაზე გასცემდა ან იღებდა ბრძანებებს, მხოლოდ იმისთვის იბრძოდა, რომ თქვენ საფრანგეთი შეუმდგარ სახელმწიფოდ გექციათ? თქვენ, ვინც მალავთ თქვენს სულ უფრო აშკარა უნიათობას მმართველობაში,  სასტიკი ტირანიით საფრანგეთის იმ მსახურების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ მზად არიან თავიდან აიცილონ ეს ყველაფერი?

 

მიიღეთ ზომები სამშობლოს დასაცავად, ქალბატონებო და ბატონებო! ამჯერად საუბარი არ არის ბრძანებით გამოწვეულ ემოციებზე, მზა ფორმულებზე ან უბრალოდ საზოგადოების ინფორმირებაზე. ეს არ ეხება თქვენი რწმუნებათა სიგელების გახანგრძლივებას ან ახლის მიღებას. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის, თქვენი ქვეყნის გადარჩენას“. მიმართვის დასასრული.

 

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფრანგი სამხედროები, რომლებმაც მაკრონისადმი მიმართვა დაწერეს, "ისლამისტებს" თავიანთი ქვეყნისთვის საფრთხედ თვლიან - საფრანგეთის არმია ხომ განზრახ ინფიცირებულია ისლამოფობიით "ზემოდან". როგორ გამოჩნდნენ ეს „ისლამისტები“, უფრო სწორად, მუსლიმი მიგრანტები საფრანგეთში? მათ დატოვეს მშობლიური ქვეყნები არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმიტომ, რომ საფრანგეთი, მისი სადაზვერვო სამსახურები და სამხედროები აწყობენ ომებს, კონფლიქტებს, გადატრიალებებს და იპარავენ რესურსებს მუსულმანური სამყაროს ბევრ ქვეყანაში. „კონტროლირებული ქაოსის“ შექმნით არსებითად საფრანგეთის ნეოკოლონიალური იმპერიას ინარჩუნებენ.

 

ახლა საფრანგეთი ერევნის გავლით ცდილობს სამხრეთ კავკასია გადააქციოს ასეთ კონტროლირებადი ქაოსის ზონად. ეს იმ დროს, როდესაც ეს ქაოსი, მისი ორგანიზატორების კონტროლიდან გამოსული, უკვე პრობლემად იქცევა თავად საფრანგეთში, რომელსაც რეალურად ემუქრება როგორც სამოქალაქო ომი, ასევე დაშლა.

 

პარადოქსია, რომ განგაშის ზარი სწორედ იმ სამხედროებმა შემოჰკრეს, რომლებიც თავად იწვევდნენ ასეთი ქაოსს საფრანგეთიდან მოშორებულ ქვეყნებში, არსებითად კრიმინალური ბრძანებების შესრულებით. დღეს კი ის კატასტროფები, რომლებიც ფრანგმა სამხედროებმა და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა დათესეს სხვა ქვეყნებში, "ბუმერანგის" სახით ისევ საფრანგეთშს უბრუნდება.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 1360


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები