პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან IQ-ზე საუბარი, როცა მათ უმეტესობას სასარგებლო იდიოტებად იყენებს ივანიშვილი და რუსეთი, სწორედ ამ IQ-ს არქონაზე მიუთითებს

10.05.24 17:00


ვინმე მაინც დაფიქრდით “ქართული ოცნებიდან” ვიდრე ასეთ ძალადობას გაამართლებთ, ვიდრე თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წახვალთ, ღირს კი ამ ყველაფრად რომელიმე თანამდებობა და სკამი? “ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მანჯგალაძის თქმით, „ოცნება“ ახალგაზრდებს და ქვეყანას მომავალს უსპობს, ევროპისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

 

„ქართული ოცნების”ლიდერებისგან IQ-ზე საუბარი, როცა მათ უმეტესობას სასარგებლო იდიოტებად იყენებს ივანიშვილი და რუსეთი, სწორედ ამ IQ-ს არ ქონაზე მიუთითებს. თქვენი ხელით ახალგაზრდებს და ქვეყანას მომავალს უსპობთ, ევროპისკენ მიმავალ გზას უხერგავთ. ვინც ამას არ ეგუება იმ ხალხს აქციებზე არბევთ, ფიზიკურად უსწორდებით, ტელეფონებზე ურეკავთ, სახლში უვარდებით და უტიფრად, ფარისევლურად გვიმტკიცებთ, რომ ეს მაღალინტელექტუალური ევროპული ქცევაა.

 

ვინმე მაინც დაფიქრდით “ქართული ოცნებიდან” ვიდრე ასეთ ძალადობას გაამართლებთ, ვიდრე თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წახვალთ, ღირს კი ამ ყველაფრად რომელიმე თანამდებობა და სკამი? ქუჩაში გავლა შეგრცხვებათ და ისე ნუ მიიყვანთ საქმეს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ვერავინ დაგიცვათ. ცვლილებების დრო მოვიდა ამიტომ ხვალ ყველანი რუსთაველზე. არა ყველაფერს რუსულს! არა ძალადობას! კი ევროპას და საქართველოს გამარჯვებას!” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1396


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები