პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია

13.05.24 17:39


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯიმ ობრაიენის მიერ სანქციების კონკრეტული პაკეტის წარდგენის საპასუხოდ, ქართული ოცნება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით პოზიციას გადახედავს.

 

იონათამიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

 

„ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელი არის, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები